ხვალ, ტოკიოს პარალიმპიური თამაშების მე-8 დღეს საქართველოს დელეგაციის სამი წარმომადგენელი იასპარეზებს. ქართველი პარასპორტსმენები 3 სახეობაში მოსინჯავენ ძალებს.
ლადო ჭინჭარაული (პარასროლა)
ლადო ჭინჭარაული ათ მეტრზე პნევმატური შაშხანით პარასროლაში მიიღებს მონაწილებოას. შეხვედრა თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება
ნიკა თვაური (პარაცურვა)
ნიკა თვაური ასპარეზობას თბილისის დროით 04:32 საათზე დაიწყებს. ფინალში მოსახვედრად, საჭიროა, რომ ქართველი პარასპორტსმენი 14 მეტოქიდან 8 საუკეთესოს შორის მოხვდეს.
დავით ქავთარაძე (პარამძლეოსნობა, სიგრძეში ხტომა)
დავით ქავთარაძე შეხვედრას თბილისის დროით 04:39 საათზე დაიწყებს. შეჯიბრში სულ 12 პარამძლეოსანი მონაწილეობს.