ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ პრესტიჟის გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მე-12 დღეს, ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუ იყო.
ნიშანდობლოვია, რომ ტოჩინოშინმა მოწინააღმდეგე მეტად დამაჯერებლად დაამარცხა და დოჰიოდან გადააგდო. ლევან გორგაძე და ჰოშორიუ აქამდე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან და კარგია, რომ ურთიერთშეხვედრების ანგარიში ტოჩინოშინმა თავის სასარგებლოდ გახსნა.
ამრიგად, მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინს უკვე 4 გამარჯვება მოუგროვდა, 8 ბრძოლა კი წააგო. შეგახსენებთ, ქართველ ფალავანს უარყოფითი ბალანსი უკვე გარანტირებული აქვს.
ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ტობიძარუ იქნება.





