ტოკიოში მიმდინარე სუმოისტთა საშემოდგომო სუპერტურნირზე ტოჩინოშინი ზედიზედ მესამედ დამარცხდა.
ქართველი სუმოისტი ამჯერად დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და შეხვედრა ოშიდაშის ილეთით დათმო.
შედეგად, აკი ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 1:3-ზე გახდა.





