იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო გრძელდება.
ტურნირის მეათე დღეს, ქართველი ლევან გორგაძე ამჟამად კომუსუბი ტაკაიასუს დაუპირისპირდა, რომელთანაც 13:9-ზე ბალანსი ჰქონდა.
მეტოქემ ტოჩის თავიდანვე აგრესიულად შეუტია, რასაც ქართველმა სამწუხაროდ ხეირიანი ვერაფერი დაუპირისპირა და ოშიდაშით დამარცხდა.
ამ მარცხით ლევანმა საქმე კიდევ უფრო გაირთულა. მისი ბალანსი ახლა უკვე 3:7-ზეა და „კაჩი კოშის“ გადაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.
ხვალ მეოთხე მაეგაშირა ტოჩინოშინი, კიდევ ერთ კოუსუბის, მიტაკეუმის დაუპირისპირდება, რომელსაც 5:5-ზე ბალანსი აქვს და ცუდ ფორმაში მყოფი ქართველის დამარცხებას შეეცდება.







