იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო გრძელდება.
ტურნირის მეშვიდე დღეს, ქართველი ლევან გორგაძე დღის ბოლო ბრძოლაში მისთვის უპრინციპულეს მეტოქეს, ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა, რომელთანაც ძველი ანგარიშები აქვს (იაპონელმა ქართველს ოძეკობა დააკარგვინა).
ტაკაკეიშომ ტოჩის თავიდანვე აგრესიულად შეუტია, რასაც ქართველმა სამწუხაროდ ხეირიანი ვერაფერი დაუპირისპირა და ოშიდაშით დამარცხდა.
ამ მარცხით ლევანმა საქმე კიდევ უფრო გაირთულა. მისი ბალანსი ახლა უკვე 2:5-ზეა და მისი დადებითად გადაკეთება ძალიან გაჭირდება.
ხვალ მეოთხე მაეგაშირა ტოჩინოშინი, სეკივაკე ტაკანოშოს დაუპირისპირდება, რომელთანაც ბალანსი 1:2-ზე აქვს და მის განულებას ეცდება.




