ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირზე მეორე მარცხი იწვნია ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ.
ტოჩინოშინი მესამე საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ცურუგიშოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
შედეგად, აკი ბაშოზე ლევანის ბალანსი 1:2-ზე გახდა.
ლევან გორგაძეს მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება. ორთაბრძოლა ხვალ გაიმართება.





