ესპანურმა ლენოვო “ტენერიფემ” ტრავმირებული ქართველი ცენტრის გიორგი შერმადინის დროებითი შემცვლელი იპოვა. ის 32 წლის ამერიკელი ჯულიან გემბლია, რომელიც ბოლოს იტალიური ვირტუს ბოლონიას ღირსებას იცავდა. ამერიკელი ცენტრი 2.08 მეტრი სიმაღლისაა და ვირტუსში 2019 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში საშუალოდ 19.7 წუთში მისი მონაგარი 9.4 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.4 პასი იყო.
ქართველმა წელის ტრავმა ლიგა ენდესას ბოლო ტურში მიიღო, როდესაც მისმა გუნდმა “ბილბაოს” 89:79 სძლია, თავად გიორგიმ კი 19 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა.
შერმადინმა წელის არეში ტკვილი იგრძნო და თამაშის დასრულება ვერ მოახერხა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ 3 ადგილას სერიოზული დაზიანება აქვს. ქართველი კალათბურთელი “ტენერიფეს” 5-6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.







