კლაუდიო მარკიზიო იმ ფეხბურთელთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებიც მოედანზე შავ სამუშაოს ასრულებენ და მათ გარეშე გუნდი ხუხულასავით ჩამოიშლება.
მან თითქმის მთელი კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა და გუნდის შეუცვლელი ფიგურად ჩამოყალიბდა. ბოლოსკენ, ერთი სეზონი მან სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გააგორა ბურთი და 2019 წელს ბუცები ლურსმანზე დაკიდა.
კლაუდიო მარკიზიო იტალიის ნაკრებში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. როგორც ავღნიშნეთ, ის ვარსკვლავთა რიცხვს არ განეკუთვნებოდა, მაგრამ გულშემატკივრები აფასებდნენ და პატივს სცემდნენ.
ამასობაში კი ალბათ ბევრმა არ იცის, რომ კლაუდიო მარკიზიო ყოველდღე არაერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა და მოედანს მიღმა ხანდახან არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ეს არც ფრანგმა ფეხბურთელმა არმან ტრაორემ იცოდა, სანამ ყველაფერი საკუთარი თვალით არ ნახა.
თავის დროზე, ტრაორე, „იუვენტუსში“ ლონდონის „არსენალიდან“ იჯარის წესით გადავიდა და იქ ერთი სეზონი დაჰყო, თუმცა ამ მოკლე დროში ბევრი რამის ნახვა კი მოასწრო, რამაც მისი გაოცება გამოიწვია.
„ამ დიდებულ გუნდში, რასაც „იუვენტუსი“ ჰქვია 20 წლის ასაკში მოვხვდი. პირველივე დილით, როდესაც ვარჯიშზე გამოვცხადდი, მოედანი ცარიელი დამხვდა. ვიფიქრე, ნეტავ სად დაიკარგა ყველა? არც გასახდელში იყო არავინ და არც ფიტნეს დარბაზში. აღმოჩნდა, რომ ისინი საშხაპეში იყვნენ, ეწეოდნენ სიგარეტს, სვამდნენ ღვინო და ყავა ესპრესოს.
გაოგნებული ვიყავი. მატჩის წინა საღამოს, ფეხბურთელები წითელ ღვინოს შეექცეოდნენ. თუ თქვენ, მატჩის წინა დღეს იუვენტუსის ვახშამს დაესწრებით, აღმოაჩენთ, რომ ალკოჰოლური სასმელი ჩვეულებრივი ამბავია. ამან ცოტა არ იყოს შოკში ჩამაგდო. განსაკუთრებით კლაუდიო მარკიზიომ გამაოგნა. ის დღეში მგონი 4 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, მაგრამ არავინ მახსენდება მასზე მეტი მოედანზე ვინმეს ერბინოს“ – იხსენებს ადამ ტრაორე.





