საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე ლატვიურ „ვეფ რიგას“ უმასპინძლა და 13 ქულის სხვაობით, 77:63 დაამარცხა.
საუცხოო მატჩი ჩაატარა ქართველმა ცენტრმა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. გიორგი შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ამ მაჩვენებლით „შერმა“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
3 ტურის შემდეგ ქართველი კალათბურთელის გუნდს ორი მოგებით პირველ ადგილს იკავებს.




