13 მარტს, სტარტს ჰარუ ბაშო აიღებს, რომელიც ტრადიციულად 15 დღე გაგრძელდება.
ტურნირზე მონაწილეობას ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძეც მიიღებს.
ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრავმის გამო, მისთვის არასახარბიელო პოზიციაზეა.
ქართველ სუმოისტი ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით გამოვა, რაც მისთვის წინა ბაშოს მსგავსად ანტირეკორდული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ლევანმა წინა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა, თუმცა სუმოს მამებმა იგი ჯურიოს დივიზიონში არ დააქვეითეს.








