მარადიული ამქვეყნად არაფერია, მითუფრო მწვრთნელის ფროფესია. სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი, იოახიმ ლიოვი და კიდევ რამდენიმე გამოჩენილი სპეციალისტი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანნი არია, რომლებიც ერთ გუნდში ან ნაკრებში დიდი ხნით შემორჩნენ. ისე კი, მწვრთნელები შეგუაბულნი არიან, რომ მათ სავარძელს ოდესმე სხვა აუცილებლად დაიკავებს.
ასე იქნება დიდიე დეშამის შემთხვევაშიც. საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და ამ ეტაპზე ალბათ მის თანამდებობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ადრე თუ გვიან ის პოსტს სხვას დაუთმობს.
ეს სხვა კი არ გამოვრიცხოთ რომ ზინედიდ ზიდანი იყოს. ყოველშემთხვევაში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე აგრე ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ გახლავთ. პირიქით, ფრანგი საფეხბურთო მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დეშამის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ზიზუს კანდიდატურა იდეალური იქნებოდა.
„დიდიე დეშამი დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს, მაგრამ ოდესმე ხომ დადგება ის დღე, როდესაც პოსტს დატოვებს. იმ დროს თუ მე კვლავ ამ თანამდებობაზე ვიქნები ამ საპასუხისმგებლო საქმის გაძღოლას აუცილებლად ზინედინ ზიდანს ვანდობ“ – აღნიშნავს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ზინედინ ზიდანი ამჟამად „რეალში“ მუშაობს და როგორც თავად ამბობს თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. ის სამეფო გუნდში მეორედ დაბრუნდა. ზიზუმ „რეალს“ ლა-ლიგა ორჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა.





