ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, დიმიტარ ბერბატოვის წარდგენა ალბათ საჭირო არ უნდა იყოს. ის ბულგარული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ და 48 გატანილი გოლითაც ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
დიმიტარ ბერბატოვს არაერთ ევროპულ გრანდში უგორებია ბურთი, რომელთა შორის განსაკუთრებით „მანჩესტერ იუნაიტედი“ უნდა გამოვყოთ . ის თავის დროზე 7-ჯერ იქნა დასახელებული თავისი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად.
ჰოდა, ბერმატოვმაც გადაწყვიტა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი გახდეს. საპრეზიდენტო არჩევნები 25 ივნისს არის ჩანიშნული და საარჩევნო კამპანიის დაწყებაც ოფიციალურად დააანონსა.
„გადავწყვიტე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლო. ჩემს გუნდში არაერთი გამორჩეული ფიგურა იქნება, მათ შორის – მარტინ და სტილიან პეტროვები. ჩვენ ერთად შევეცდებით საკუთარი ენერგია და გამოცდილება ბულგარული ფეხბურთის განვითარებისთვის მივმართოთ. პასუხისმგებლობის ასაღებად მზად ვარ“ – ამბობს დიმიტარ ბერბატოვი.
დიმიტარ ბერბატოვი ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა.




