ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე თითოეულ წონის ლიდერებს განიხილავს. მათ თვალთახედვის არეში მოხვდა -81 კილოგრამში მებრძოლი ტატო გირგალაშვილი, რომელიც მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა უკვე საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია. IJF-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა ტატოს:
“ტატო გრიგალაშვილს მე-3 განთესვა აქვს, თუმცა, მას მე-2 ნომერ საგი მუკიზე წინ ვაყენებთ და აგიხსნით, რატომაც. უდავოა, რომ ის საუკეთესო პროდუქტია, რაც კი ბოლო წლებში ქართულ ძიუდოს ჩვენთვის მოუცია. ის ჩინებული ძიუდოისტია, რომლის ბრძოლებიც ყოველთვის სანახაობრივია და ალბათ, სტილითაც წონის პირველ ნომერ მატიას კასეს ჰგავს. ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გრიგალაშვილი ფინალამდე ისე მივიდა, რომ შანსი არავისთვის დაუტოვებია. როდესაც კასესთან ფინალისთვის ემზადებოდა, მისი ხილვა ერთ რამედ ღირდა. ტატო ძალიან ენერგიულად ხურდებოდა და ემოციურადაც მაგრად დაიხარჯა, იმ ფონზე, როდესაც ბელგიელი სიმშვიდის განსახიერება გახლდათ. ეს, ალბათ ის ნაკლია, რომლის გამოსწორებაზეც ქართველმა ძიუდოისტდა უნდა იზრუნოს. ზედმეტი ემოციები გარკვეულწილად თავდაჯერებულობის ნაკლებობაზეც უნდა მიანიშნებდეს. ამბობენ, რომ მას უფრო დიდი ტალანტი აქვს, ვიდრე – კასეს, თუმცა, ამ დროისთვის მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ ბელგიელია და არა – ის. თუკი არაფერი მოულოდნელი არ მოხდა, სწორედ ეს ორნი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ოლიმპიადის ფინალშიც. სწორედ ამიტომ დავაყენეთ გრიგალაშვილი საგი მუკიზე წინ”.
შეგანხსებთ, რომ 21 წლის გრიგალაშვილი განთესილთა შორის მე-3 იქნება.





