ჰოკეის ეროვნული ლიგისა და მოთამაშეთა გაერთიანებამ შეთანხმებას მიაღწია. 2021/2022 წლების სეზონი იანვარში დაიწყება, თუმცა ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული ფორმატით გაიმართება. მიზეზი რა თქმა უნდა მსოფლიოში ჯერ კიდევ გამეფებული საყოველთაო პანდემიაა.
გეგმის მიხედვით, რეგულარული ჩემპიონატი 13 იანვარს აიღებს სტარტს და თითოეული გუნდი 56 მატჩს ჩაატარებს. ჰოკეის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ NHL-ში ორი ქვეყნის კანადისა და აშშ-ს გუნდები მონაწილეობენ. ამიტომ, ზედმეტი მგზავრობის და გადადგილების თავიდან ასაცილებლად, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, კანადური გუნდები ერთ დივიზიონში ითამაშებენ. ამის შესახებ ჰოკეის ლიგის პრესსამსახური იუწყება.
გუნდებს საწვრთნელი შეკრებების დაწყება 3 იანვრიდან შეეძლებათ. გარდა ამისა, რეგულარულ ჩემპიონატამდე ტრადიციად ქცეული საჩვენებელი მატჩი არ გაიმართება. გუნდები პირდაპირ საქმეს შეუდგებიან და ჩემპიონატს გაახურებენ.
წინა სეზონი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, საბოლოოდ 28 სექტემბერს დასრულდა და ჩემპიონი „ტამბა ბეი ლაიტინგი“ გახდა.






