39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურად დაბრუნდა. „მილანის“ ფორვარდმა Facebook-ის გვერდზე სტატუსიც გამოაქვეყნა:
„შვედური ფეხბურთის ღმერთი დაბრუნდა!“ – წერს იბრაჰიმოვიჩი.
საგულისხმოა, რომ ზლატანის დაბრუნების შემდეგ, შვედეთის ნაკრები პირველ ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. მატჩი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, 25 მარტს სტოკჰოლმში ჩატარდება.





