ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „მანრესას“ შეხვდა და 15 ქულის სხვაობით, 85:70 გაიმარჯვა.
ესპანური კლუბის შემადგენლობაში მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ აქტივში 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
შედეგად, „შერმას“ მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. საქართველოს ნაკრების ცენტრი მატჩის MVP გახდა.
„ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 30 იანვარს, „ანდორას“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.




