გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩებში დაგროვებული მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ლეონოვო “ტენერიფეს” ისტორიაში მესამე საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
შერმადინმა “ბარსელონასთან” მატჩში, რომელიც ტენერიფემ 60:75 წააგო, გიომ 17 ქულა დააგროვა, და მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა. ქართველი ცენტრის ჯამურმა სარგებლობის კოეფიციენტმა 1612-ს მიაღწია. შერმადინმა კატალონიელებთან მატჩის შემდეგ “ტენერიფეს” ლეგენდას ნიკო რიხოტის გადაასწრო და ამჟამად მესამე პოზიციას იკავებს.
ცნობისთვის, ლენოვო “ტენერიფეს” 8 მოგება და 5 მარცხი აქვს და ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-5 ადგილს იკავებს
გიორგი შერმადინის კლუბი მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს, სტუმრად “ფუენლაბრადასთან” გამართავს.







