“ტენერიფეს” ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი გამოჯანმრთელდა და მოედანს დაუბრუნდა.
ლიგა ენდესას მე-9 ტურში “ტენერიფემ” “მორაბანკი ანდორას” 79:70 მოუგო.
შერმადინმა კი ტრავმის შემდეგ 17 წუთი ითამაშა და 3 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 5-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი ორს გაუტოლდა.
“ტენერიფე” სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 14 ნოემბერს, ბექა ბურჯანაძის “ბეტისს” სტუმრად დაუპირისპირდება.




