ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში ლეონოვო “ტენერიფემ” “გრან კანარია” 98:89 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გიორგი შერმადინი ყველაზე გამორჩეული იყო. ქართველი ცენტრი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, 22:44 წუთში 25 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
გიორგიმ 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 13-დან 11 ჯარიმა. შერმადინის ანგარიშზე თითო პასი და ერთი დაფარებაცაა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 41-ს გაუტოლდა, რაც რა თქმა უნდა ფანტასტიკური მაჩვენებელია.
“ტენერიფეს” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. შემდეგ ტურში შერმადინის გუნდი “მანრესას” ესტუმრება.







