ლენოვო “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ “ლუდვიგსბურგთან” შინ 83:99 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა სასტარტოდან დაიწყო და 20:46 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 17 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა.
“ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება. ესპანელები ჯგუფის დასკვნით შეხვედრას 21 დეკემბერს, სტუმრად, იტალიურ “სარდინიასთან” გამართავს.




