“ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ინში თურქულ “კარშიაკას” უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 76:69.
გადამწყვეტი შერმადინის მოქმედება აღმოჩნდა: საფინალო სირენამდე 1.5 წუთით ადრე მეტოქის კალათიდან მოხსნილი ბურთი უკან ჩააბრუნა და თანაგუნდელები 73:69 დააწინაურა. 27 წამით ადრე კი კარგი ბლოკით სატყორცნ პოზიციაზე დატოვა სასუ სალნი რომელმაც სამქულიანით ხუთქულიანი უპირატესობა დააფიქსირა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
შერმადინმა 31 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 21 ბალიანი სარგებლიანობის კოეფიციენტით ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
“კარშიაკასთან” განმეორებითი შეხვედრა 18 იანვარს თურქეთში გაიმართება.







