ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში ლეონოვო “ტენერიფე” “ურბას ფუენლაბრადას” სტუმრად დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 96:104 დამარცხდა
გიორგი შერმადინმა სასტარტოდან დაიწყო. ქართველმა კალათბურთელმა 28:39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა.
“ტენერიფე” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. გიორგი შერმადინის კლუბი 29 დეკემბერს “ვალენსიას” დაუპირისპირდება.







