12 მოგება და 1 მარცხი. ასეთია ესპანური „ტენერიფეს“ მონაგარი მიმდინარე სეზონში, რომელშიც ჩვენებური გიორგი შერმადინი თამაშობს.
ქართველი ცენტრის წინამძღოლობით, „ტენერიფემ“ შიდა ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. „ტენერიფემ“ „ბურგოს ჰერედას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 84:79 დაამარცხა. ნიშანდობლივია, რომ სტუმართა რიგებში, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი თამაშობს.
გიორგი შერმადინმა მატჩი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო, ჯამში კი პარკეტზე 29 წუთი დაჰყო. მის ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი იყო. ამ მაჩვენებლით, რა გასაკვირია, რომ ქართველი კალათბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კუნძლელები 20 დეკემბერს სტუმრად „ბასკონიასთან“ გამართავს.







