მიმდინარე სეზონში „მილანი“ მოწოდების სიმაღლეზეა და იტალიის ჩემპიონატსაც დამსახურებულად ლიდერობს. „როსონერის“ შედეგიანობა დიდწილად გუნდის კიპერის ჯანლუიჯი დონარუმას დამსახურებაა. 21 წლის მეკარემ, სერია ა-ს მე-17 ტურშიც კარი მშრალად შეინახა, როდესაც მისმა გუნდმა „ტორინოს“ შინაურ კედლებში 2:0 მოუგო და პირველობა გაიმყარა.
იტალიელი მეკარით აღფრთოვანებულია, ახლო წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი იკერ კასილასი.
„ვფიქრობ, რომ დონარუმა დიდი ტრადიციების გუნდში უნდა თამაშობდეს. უკაცრავად, შემეშალა. „მილანს“ ბუნებრივია ტრადიციები არ დაეწუნება, თუმცა მე სხვა რამ ვიგულისხმე. დონარუმას ადგილი იმ გუნდშია, რომელიც ამჟამად ქმნის ამინდს ევროპულ ფეხბურთში“ – წერს კასილასი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ჯანლუიჯი დონარუმა მართლაც მაღალი დონის მეკარეა და ვგონებთ მასზე ტოპ გუნდები დიდ ტაციაობას გააჩაღებენ.





