ლევან შენგელიამ „ქონიასპორის“ შემადგენლობაში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. თურქეთის სუპერლიგის 39-ე ტურში ქართველი ფეხბურთლის გუნდმა საკუთარ მოედანზე კარაგიუმრუკს უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 5:1 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო მაშინ, როდესაც „ქონიასპორი“ 4:1 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში შენგელიამ გოლის გატანა მაინც მოახერხა.
26 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში, 5:1 დააფიქსირა. ეს შენგელიასთვის სეზონში მე-5 გოლი იყო.
39 ტურის შემდეგ, „ქონიასპორი“ სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება, თუმცა სხვა გუნდებისგან განსხვავებით ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.







