რეკლამა
Primesport.ge
კვირა, აპრილი 19, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

შავი ნოემბერი და სხვა – ქართული სპორტი 2020

19:41 2020/12/29
0 0
162
SHARES
899
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

რაღა დარჩა, ორიოდ დღეც და 2020 წელი ისტორიის კუთვნილება გახდება. არ იყო სასიამოვნო და სიხარულით გაჯერებული 12 თვე, უფრო თუ დავკონკრეტდებით ათი, რადგან იანვარ-თებერვალში სამყარო კიდევ ნორმალური ტემპით და წეს-ჩვეულებებით ცხოვრობდა, შემდეგ კი აირია მონასტერი. მსოფლიო უდიდესი გამოცდის და გამოწვევის წინაშე დადგა – პანდემია, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

Covid 19-მა თავისი მტარვალი ხელი სპორტსაც დაატყო. ჩაიშალა ან გადაიდო არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმი. ახლა, ამ წლის შემაჯამებელ სტატიაში წესით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა გამოსვლას უნდა მიმოვიხილავდეთ და ვინ იცის, იქნებ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის უდიდეს მიღწევასაც ავღნიშნავდეთ.

No description available.

„საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 13 ივნისს, ბუქარესტში ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღე იქნება“ – ეჰ, ნეტავ ამ სტრიქონებს ვწერდეთ. რას არ გავიღებდით საამისოდ, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. რა თქმა უნდა, 12 ნოემბრის ფიასკოს არაერთი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი ჰქონდა და ეს მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება. რა ხანია ვიცით, რომ ძაღლის თავი სულ სხვაგან არის დამარხული.

2020 წელი და ქართული სპორტი. ახალი არაფერია. ტრადიციულად სპორტის ძალისმიერ სახეობებში ვიყოჩაღეთ. ჭიდაობა, ძიუდო და რაოდენ პარადოქსულია, რომ ამ ჩამონათვალში ამჯერად ძალოსნობას ვერ ვხედავთ, რადგან კორონავირუსმა წლეულს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები იმსხვერპლა, თორემ ჩვენ გოლიათს, ლაშა ტალახაძეს წინ ვინ გადაეღობებოდა. სათამაშო სახეობებშიც იყო სასიამოვნო გამონათებები.

მოკლედ, დავიწყოთ.

No description available.

ფეხბურთი

ნოემბრიდან-ნოემბრამდე. ამ მოკლე შეფასებაში ყველაფერი ნათქვამია. 2019 წლის ბედნიერი ნოემბრიდან, 2020 წლის შავ ნოემბრამდე.

სრულიად ერი საყოველთაო ზეიმის მოლოდინში იყო, 12 ნოემბერს კი გარინდული. სამწუხაროდ, ქვეყანამ ბოლომდე ვერ გაითავისა რა დონის და მნიშვნელობის მოვლენასთან გვქონდა საქმე. საბოლოოდ კი სიხარულის ცრემლების ნაცვლად, სიმწრის ტირილი მივიღეთ. არავინ იცის რა მოხდებოდა 31 მარტს, ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმის პირობებში და პირთამდე სავსე სტადიონის თანხლებით. ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე რა მოხდებოდა იმ ღამით თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. როგორი ბედნიერი იქნებოდა ხალხი. შესაძლოა 1981 წლის 13 მაისი მონაგონი ყოფილიყო. გულშემატკივარი ხომ დიდი ძალაა და ფეხბურთიც მათ გარეშე არაფერია, მაგრამ განსხვავებულმა მოცემულობამ დაგვაბნია. ზეიმი კი სკოპიეს ქუჩებში შედგა. 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო.

No description available.

მანამდე კი იყო 8 ოქტომბერი და გამარჯვება ბელარუსთან, რამაც ერთა ლიგის ფინალის საგზური მოგვიტანა და ევროპის ჩემპიონატთან ხელის გაწვდენაზე მიგვაახლოვა. გულშემატკივარი, ერი თუ ბერი მხოლოდ ჩრდ.მაკედონიასთან მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობდა. იმ მატჩის მოლოდინში აღამებდა და ათენებდა. ყველა „სიკეთესთან“ ერთად თავი გაუთვალისწინებელმა „სიურპრიზებმაც“ წამოჰყო. ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნას შეგუებულნი კი ვიყავით, მაგრამ ზედ მატჩის წინა დღეს ხვიჩა კვარაცხელის გამოკლება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. ჩრდ. მაკედინიასთან წაგების შემდეგ კი გუნდი ფსიქოლოგიურად იმდენად მოიშალა, ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშებაშიც ხელი მოეცარა. წაგება პრინციპულ მეტოქე სომხეთთან, ფრე ესტონეთთან B ლიგაში აღზევების შანსიც დაკარგულია. საბოლოო, საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის 5 წლიანი ეპოპეაც ამით დასრულდა.

No description available.

ახლა ჯვაროსნები უთავოდ არიან და მომავალ მწვრთნელსაც წინ გაცილებით რთული გამოცდა ელის. მარტიდან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება, ჯგუფი კი ძალზედ თვალისმომჭრელია – ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო.

 

ევროთასები

სიმართლე ითქვას, ევროსარბიელზე წარუმატებლობას იმდენად შევეჩვიეთ, რომ ქართული გუნდების დიდი იმედი არც ახლა გვქონია. ყოველ ახალ ევროთასებს ახალი იმედებით ვხვდებით, არის დაპირებები, რომ აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი იმედგაცრუებით და გაწბილებით სრულდება.

No description available.

წლეულს, ერთადერთი ნათელი წერტილი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო. გუნდი, რომელიც ევროსარბიელს 10 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ყველაზე ღირსეულად იასპარეზა. არადა, ცოდვა გამხელილი სჯობს და ალბათ ყველაზე ნაკლები იმედი სწორედ „ლოკომოტივისგან“ გვქონდა, მაგრამ გამოუცდელმა და ახალგაზრდულმა გუნდმა სასიამოვნოდ გაგვაოცა. გია ჭიაბრიშვილის გამჭრიახობის და სწორად შერჩეული ტაქტიკის წყალობით, რასაც ფეხბურთელთა მონდომება და ბოლომდე ბრძოლა დაერთო, „ლოკომოტივმა“ ორი ბარიერი გადალახა. რუმინული „კრაიოვას“ და განსაკუთრებით მოსკოვის „დინამოს“ დამარცხება ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო. წაგება მისაღები და სასიამოვნო არასდროს არის, მაგრამ ესპანურ „გრანადასთან“ წაგების გამო წესით ენა არავის უნდა მოუბრუნდეს „ლოკომოტივის“ გასაკიცხად.

No description available.

აი, თბილისის „დინამო“ კი გაკიცხვას და მწარე კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს. რაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა იკადრა მხოლოდ ერთი სიტყვით უნდა შეფასდეს – სირცხვილი. ჩემპიონთა ლიგაზე, საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე  „ტირანასთან“ თბილისში 0:2 წაგება არ გვქონდა მონელებული, რომ ევროპა ლიგაზე გადართვის შემდეგ ფარერულ „კლავსვიკთან“ 1:6 კრახის მომსწრენი გავხდით. რა უნდა ვთქვათ ან თავი რითი ვინუგეშოთ? „დინამოს“ დიდ ისტორიაში მართლაც რომ სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა.

რაც შეეხებათ კიდევ ორ გუნდს – ბათუმს და საბურთალოს, მათთვისაც ევროპული ვოიაჟი საწყის ეტაპზე შესაბამისად ებრაულ „ბერ შევასთან“ და კვიპროსულ „აპოლონთან“ მარცხებით დასრულდა.

No description available.

 

ქალთა ფეხბურთი

ის, რაც ვერ შეძლო კაცთა გუნდებმა, შეძლეს გოგონებმა. საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ დუნია მართლაც გადარია. გურულებმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ორი ეტაპი დაძლიეს, რაც პატარა ამბავი სულაც არ გახლდათ. უფრო მეტიც – არა მხოლოდ ჩვენთვის, ევროპელებისთვისაც ნამდვილი სენსაცია იყო.

No description available.

„ლანჩხუთი“ საკუთარ თავს გადაახტა და მართლაც გმირობა ჩაიდინეს. იმ პირობების გათვალისწინებით, როგორშიც გურული ფეხბურთელი გოგონები იმყოფებიან ყაზახური და რუმინული გუნდების დამარცხება და თან სტუმრად უტოპიურად მოჩანდა. რაც შეეხება შვედურ „როზენგარდთან“ დაპირისპირებას, ილუზიებით არავინ ვიკვებებით. მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო.

 

კალათბურთი

სამწუხაროდ, კალათბურთში ევროთასებზე თამაშით დიდად განებივრებულები არ ვართ. ქართული გუნდები რა ხანია საერთაშორისო შეჯიბრებებში არ მონაწილეობენ და მთელი ყურადღება ნაკრებისკენ გვაქვს მიპყრობილი.

ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სათამაშო სახეობებიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ყველასგან გამორჩეულია. ბოლო პერიოდში ევრობასკეტსაც გავუშინაურდით და 2022 წელს, ამ პრესტიჟული ტურნირის ერთ ჯგუფს  სულაც თბილისი უმასპინძლებს.

No description available.

როგორც ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს ნაკრებსაც ევრობასკეტზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს, თუმცა შესარჩევ ტურნირში კონკურსგარეშე მაინც მონაწილეობს.

ილიას ზუროსის შეგირდები ქომაგებს მართლაც რომ ახარებენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში დაუმარცხებელია. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გამარჯვება სერბეთში, მანამდე კი თბილისში არც შვეიცარიასთან მოგება დავივიწყოთ, ხოლო ნოემბერში, ფინეთთან და იმავე შვეიცარიასთან წარმატებული თამაში.

ასე რომ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებზე აუგი ნამდვილად არ გვეთქმის.

 

რაგბი

ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როდესაც გაირკვა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერის შემოდგომის ტურნირზე მიიწვიეს. ბუნებრივია, იმთავითვე ვიცოდით, რომ იქ წარმატების იმედი არ უნდა გვქონოდა, თუმცა გამოცდილებისთვის და წინსვლისთვის ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე თამაში უსათუოდ საჭირო იყო.

ბორჯღალოსნებმაც ყველა მატჩი წააგეს, თუმცა იმედია ეს გამოცდილება სამომავლოდ წაადგებათ. შოტლანდიასთან, ინგლისთან, უელსთან, ირლანდიასთან და ფიჯისთან ჭიდილით ბევრ რამეს ვისწავლით და მომდევნო მსოფლიო თასზეც ალბათ გაცილებით ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება. ამ 8 ერზე კი გამორჩეული ირლანდიასთან მატჩი და გიორგი კვესელაძის ლელო იყო, რომელიც ორგანიზატორებმა სულაც ტურნირის საუკეთესოდ დაასახელეს.

No description available.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე წლებია უპირობო ფავორიტია, გამონაკლისი არც ეს სეზონი ყოფილა. ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი და რუსეთი ჩვენთვის უკვე საჯილდაო ქვაა. ტურნირის ბოლო მატჩი რუსეთთან მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა ცნობილ მიზეზთა გამო გადაიდო და ჯერაც არ ჩატარებულა. ეჭვი არავის გვეპარება, რომ რუს „დათვებს“ ამჯერადაც მოვუგებთ და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჩავიჯიბავთ.

 

წყალბურთი

2020 წელი ქართული წყალბურთისთვის მართლაც გამორჩეული გამოდგა. უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად იასპარეზა და საბოლოოდ მე-10 ადგილი დაიკავა, რაც ამ სახეობაში ჩვენთვის ისტორიული შედეგია. არადა, იყო შანსი რევაზ ჩომახიძის გუნდი მინიმუმ 8 გუნდში მოხვედრილიყო. საამისოდ მერვედფინალში რუსეთის ნაკრების დამარცხება იყო საჭირო, სადაც დაძაბულ ბრძოლაში 13:14 წააგეს. ჯგუფში კი მართლაც მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო საფრანგეთის ნაკრებთან, იტალიასთან და საბერძნეთთან კი აშკარა აუტსაიდერები ვიყავით.

Image may contain: 6 people, swimming, hat and closeup

საბოლოო ჯამში, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. რაც მთავარია, საკუეთესო 10 გუნდში მოხვედრით ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე თამაშისკენ გაგვეხსნა გზა, რომელიც თებერვალში გაიმართება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი თბილისის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგაში თამაში იყო. ამ პრესტიჟული ტურნირის პირველი ეტაპი ბუდაპეშტში გაიმართა და ქართულმა კლუბმაც მონტენეგროელებთან გამარჯვებით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.

 

ძიუდო

პანდემიამ ძიუდოსაც აურია გეგმები და არაერთი ტურნირი, მათ შორის გრანდ-სლემები გაუქმდა, თუმცა ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება მაინც მოხერხდა.

პრაღაში გაშლილ ტატამზე საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა და ჯამში 6 მედალს მოუყარა თავი.

Image may contain: 6 people

ჩემპიონი, ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელიც მოგვიანებით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“ გამარჯვებულიც გახდა. ვერცხლი დაისაკუთრა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურის თამაშების  ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლუკა მაისურაძემ, ბექა ღვინიაშვილმა, ლევან მატიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს.

წლის მიწურულს კი კიდევ ერთი სასიამოვნო ამბის შესახებ გახდა ცნობილი. თბილისის ტრადიციული ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი ამიერიდან სტატუს შეიცვლის და გაცილებით მაღალ საფეხურზე ავა. 2021 წლის მარტიდან საქართველოს დედაქალაქი გრანდ-სლემის გათამაშებას უმასპინძლებს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს – ლაშა გუჯეჯიანი.

 

ჭიდაობა

ჭიდაობა იმ გამონაკლის სახეობებში შედის, რომელმაც პანდემიამდე მოასწრო ევროპის ჩემპიონატის გამართვა. 10-17 თებერვალს, რომში საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა.

ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, რომლისგანაც ეს წარმატება არ გაგვკვირვებია. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის ვერცხლის მედალი ბექა ლომთაძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო ავთანდილ კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ.

No description available.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს აქ თავი იური ლომიძემ, ლევან არაბულმა (ორივემ ვერცხლი), ნუგზარ წურწუმიამ და ამირან შავაძემ (ორივემ ბრინჯაო) გამოიჩნეს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ პანდემიის გამო 2021 წელს, იანვარ-თებერვალში ჭიდაობის სახეობებში არცერთი საერთაშორისო ტურნირი არ გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი თებერვლის ნაცვლად აპრილისთვის გადაიდო.

No description available.

შერეული ორთაბრძოლები

სპორტის ამ ძალისმიერ სახეობას მსოფლიოში და განსაკუთრებით ოკეანისგაღმა ბევრი მიმდევარი ჰყავს. UFC საკმაოდ პოპულარული და პრესტიჟულია და სასიხარულოა, რომ ქართველი სპორტსმენებიც თავს არ ირცხვენენ.

გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია პერიოდულად მნიშვნელოვან გამარჯვებებს აღწევენ. ასე იყო წლეულსაც. ქართველმა მებრძოლებმა არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვებები ჩაიწერეს აქტივში.

No description available.

აქვე, აუცილებლად  უნდა ავღნიშნოთ ამ ძალისმიერი სპორტის მანდილოსანი წარმომადგენელი ლიანა ჯოჯუა. ქართველი სპორტსმენი ოქტაგონზე ძალზედ ღირსეულად გამოიყურება და გამარჯვებებითაც გვახარებს.

 

თეგები კალათბურთრაგბიფეხბურთიძიუდოწყალბურთიჭიდაობა
კახა ბერიძე

კახა ბერიძე

დაკავშირებული სიახლეები

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია!

18 მარტი, 2022 15:13

დარია ბილოდიდი: დიდი მადლობა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას

17 მარტი, 2022 19:07
ძიუდო

ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

17 მარტი, 2022 14:08
ფეხბურთი

„მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ“ – შოთა არველაძემ ჩემპიონშიფში მესამე შეხვედრა მოიგო

17 მარტი, 2022 13:15

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • წარმატებები, მომენატრებით – გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას დაემშვიდობა

    160 გაზიარებები
    გაზიარება 64 Tweet 40
  • ვეცდებით სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ! – ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებისთვის მზადება დაასრულეს

    156 გაზიარებები
    გაზიარება 62 Tweet 39
  • ელისანდრო: ასეთი მომენტებისთვის ჩვენ ფეხბურთელები თავს ვწირავთ

    145 გაზიარებები
    გაზიარება 58 Tweet 36

რეკომენდირებული

No Content Available

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In