ბუნდესლიგას ახლო წარსულში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი „შალკე 04“ ემშვიდობება. მიმდინარე სეზონში გელზერკინხენელები ამაზრზენად გამოიყურებოდნენ და ქვედა დივიზიონში დაქვეითებაც ლოგიკური იყო.
„შალკეს“ ბუნდესლიგიდან გავარდნა ოფიციალურად 30-ე ტურში, „არმინიასთან“ 0:1 მარცხის შემდეგ გაფორმდა. გუნდმა ჯამში მხოლოდ 2 მატჩის მოგება მოახერხა, 7 ფრედ დაასრულა და 21 წააგო.
ბუნებრივია, გულგატეხილები არიან „შალკეს“ ქომაგები. მათ გუნდის ასეთი უსუსურობა და ბუნდესლიგიდან გავარდნა საკმაოდ მძაფრი რეაქციით გამოხატეს. „არმინიასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, რამდენიმე ასეული გულშემატკივარი ფეხბურთელებს დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ არც ეს იკმარეს და ფეხბურთელებს ზიფიკურადაც შეეხნენ. გუნდის ავტობუსს კი ქვები და კვერცხები დაუშინეს.
„შალკე 04“, ბუნდესლიგიდან 1988 წლის შემდეგ პირველად გავარდა.





