1 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR აცხადებდა, რომ კაცი მწვრთნელი ქალ ფეხბურთელებს სექსუალურად ავიწროებდა და ფულსაც სძალავდა.
აღნიშნულმა ორგანიზაციამ, დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ეს წუთია PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე!შევიწროებას ახორციელებდა კაცი მწვრთნელი. ასევე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნაც. ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად”, – წერია PHR-ის განცხადებაში.

