საქართველოში არსებული “ინტერის” აკადემიის დირექტორი – ანა წერეთელი და აკადემიის მწვრთნელი – ვალერიო კოლუჩი იტალიის ელჩის მოადგილის – ნიკოლა იორიოს მიწვევით იტალიის საელჩოში იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ იტალიის საელჩო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ამ პროექტს.
“საქართველოში ინტერის აკადემიის სახელით მადლობას ვუხდით იტალიის ელჩს საქართველოში – ბატონ ენრიკო ვალვოს და მის მოადგილეს – ნიკოლა იორიოს მხარდაჭერისთვის”, – წერია “ინტერის” აკადემიის ფეისბუქ გვერდზე.





