საქართველოში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საკოორდინაციო საბჭომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში, ცალკეული შეზღუდვები დააწესა.
შეზღუდვა შეეხება ამ სამკვირიან პერიოდში ქვეყანაში დაგეგმილ ყველა სპორტულ ღონისძიებას, მათ შორის ფეხბურთში ეროვნულ ჩემპიონატს.
შეზღუდვა არ გავრცელდება ამ პერიოდში გასამართ საერთაშორისო მატჩებზე, მათ შორის, არც 2 სექტემბერს, ბათუმში დაგეგმილ საქართველო VS კოსოვოს დაპირისპირებაზე.
“სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით”, – განაცხადა ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.






