გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთი ამხანაგურ მატჩში მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საერთო ფოტოს გადაღების დროს, “როდეზის” 32 წლის ფეხბურთელს ამირან სანაის სიმბოლური მაისური წარადგინეს და მას ამ ჟესტით გამოჯანმრთელება უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ სანაიას რამოდენიმე კვირის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა.
ცნობისთვის, ამირან სანაიას საქართველოს ნაკრებში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული.





