საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები სიდნეიში გასამართ ATP Cup-ის ტურნირზე იასპარეზებს. გათამაშება 1-დან 9 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს, მისი თანაგუნდელები კი ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში იქნებიან.
ჩვენი გუნდი ATP Cup-ზე მე-16 ნომრად იქნება განთესილი.
აღნიშნულ ტურნირზე წილისყრის შედეგად, 24 ნაკრები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, პლეიოფში კი 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.




