საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროჩელენჯის ფინალში გავიდა. ქართველმა კალათბურთელებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრები 20 ქულის სხვაობით 82:62 დაამარცხეს.
ირაკლი ტომარიძის გაწვრთნილ ნაკრებს 21 ქულით, 8 პასით, 7 მოხსნითა და 7 ჩაჭრით ლუკა ალავიძემ ულიდერა.
ფინალური შეხვედრა ხვალ, 21 აგვისტოს თბილისის დროით 20:00-ზე გაიმართება. საჩემპიონო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქე უნგრეთი იქნება.




