გიგა ჭიკაძემ UFC-ში მე-8 ბრძოლა ჩაატარა ამერიკელ კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაითი ჭიკაძე – კატარის ბრძოლით კმაყოფილია.
“ასეთი ომის შემდეგ, ორივე მებრძოლი საავადმყოფოში გადავიყვანეთ. უბრალოდ იმისთვის, რომ შეგვემოწმებინა და დავრწმუნებულიყავით მათ ჯანმრთელობაში. საოცარი ჩხუბი ვნახეთ, ნამდვილი ომი იყო.
“წლის პირველი ბრძოლა გახლდათ და უკვე წლის საუკეთესო ბრძოლის კანდიდატიცაა”, – განაცხადა დანა უაითმა.





