BIG EAST-ის კონფერენციის გადამწყვეტი ეტაპის 1/4 ფინალურ მატჩში სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი ლეგენდარულ „მედისონ სქვერ გარდენში“ სენტ ჯონ’ს დაუპირისპირდა და მეტოქე ძალიან დრამატულ მატჩში, ოვერტაიმში, 77:69 მოუგო.
Here's all of the 🎥 you need from today's win!
🎙 @TimBrando & @jimjackson419#HALLin 🔵⚪ pic.twitter.com/Y1Z2nz9Du8
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) March 12, 2021
გასაკვირი არ არის, რომ გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესო 21 წლის ქართველი იყო, რომელმაც გუნდს ორმაგი დუბლით 20 ქულით და 11 მოხსნით ულიდერა, თანაც ამას 4 შედეგიანი გადაცემაც დაამატა.
Who else but Ike grabbing this offensive board
….and then SANDRO!!!!#HALLin pic.twitter.com/qqh3wziPvM
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) March 11, 2021
სეტონ ჰოლი კონფერენციის ჩემპიონშიპის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც ლეგენდარული პატრიკ იუინგის ჯორჯთაუნს დაუპირისპირდება, რომელმაც მოულოდნენლად მთავარ ფავორიტ, პირველ ნომრად განთესილ ვილანოვას მოუგო.
Good Afternoon Mamu! @SetonHallMBB's out to an early lead. #HALLin x #BIGEASThoops pic.twitter.com/LT9PrhQNzK
— #BIGEASThoops (@BIGEASTMBB) March 11, 2021
მატჩის შემდეგ სანდრომ მცირე კომენტარი გააკეთა: „მარტის დასაწყისში, თქვენ ალბათ ფიქრობდით, რომ არაფერი გამოგვივივდოდა… თუმცა ჩვენ მოვედით აქ და ერთადერთი მისია მოგება და წინ დიდი ნაბიჯის გადადგმა გვქონდა.“
2nd half underway on @FS1 and AM970! #HALLin 🔵⚪️ pic.twitter.com/We2waer3vb
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) March 11, 2021





