ერთ დროს ინგლისის გამორჩეული გუნდი დღეს სულს ღაფავს. თავი რომ დავანებოთ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას, რომელიც ინგლისის მესამე ლიგაში იმყოფება, გაკოტრების პირასაც არის.
„სანდერლენდზე“ მოგახსენებთ, რომელიც პრემიერლიგაში ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ცუდი დროება უდგას და გაბანნკროტების პირასაა, მხსნელად კი 22 წლის ბიჭი ევლინებათ.
მოკლედ, როგორც პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian გვარწმინებს, კლუბის ყიდვას ახალგაზრდა მილიარდელი კირილ ლუი დრეიფუსი აპირებს, რომლის ქონებაც 2 მილიარდ ფუნტს შეადგენს. ნიშანდობლივია, რომ ის წარსულში ფრანგული გუნდის „მარსელის“ მფლობელის რობერტ ლუი დრეიფუსის ვაჟია.
ამბობენ, რომ შეთანხმება იანვრის შუა რიცხვებში მოხდება და „სანდერლენდიც“ ოფიციალურად გადავა 22 წლის მილიარდელის ხელში.


