ვეტერანი ქართველი ხელბურთელი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დიმიტრი აბესაძე გარდაიცვალა.
იგი 1979 წლიდან სსრკ-ს უმაღლესი ლიგის გუნდში “ბურევესტნიკში” ჩაირიცხა, სადაც 1986 წლამდე თამაშობდა და გუნდის კაპიტანიც გახლდათ.
2014 წელს დიმიტრი აბესაძე კვლავ აქტიურად დაბრუნდა ხელბურთში, თავდაპირველად მან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა იკისრა. იგი საკუთარი სახსრებით ამარაგებდა გუნდს სხვადსხვა სპორტული ინვენტარით, ასევე მონაწილეობდა ფედერაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.
2021 წელს დიმიტრი აბესაძე ფედერაციის ყრილობის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ქართულ ხელბურთს.
“პრაიმ სპორტის” გუნდი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.




