ქართველმა სუმოისტმა, ლევან გიორგაძემ კიუშუ ბაშოზე შესაძლოა ვეღარ იასპარეზოს. ინფორმაცია ქართული სუმოს ქომაგების გვერდზე ვრცელდება:
“დაიწო ფუკუოკაში კიუშუ ბაშო, თუმცა სამწუხარო ამბავი გვაქვს ქართველი გულშემატკივრებისთვის. ჩვენმა ფალავანმა, ლევან გორგაძემ წელის ტრავმა მიიღო გუშინდელ ვარჯიშზე და ტურნირის დაწყებას ვერ ახერხებს.
როგორც სუმოს ასოციაცია იუწყება, ექიმებმა ჩვენს გოლიათს 2-კვირიანი მკურნალობა გამოუწერეს. თუმცა თავად უდრეკი ექს-ოძეკი იმედოვნებს, რომ ვადაზე ადრე მომჯობინდება და მოახერხებს ტურნირში ჩართვას.” – ნათქვამია განცხადებაში.








