საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშე 24 წლის დავით ჯინჭარაძე ტრაგიკულად გარდაიცვალა.
დავით ჯინჭარაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული მეკარე გახლდათ, ის ასევე საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრიც იყო.
მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები 3 დეკემბერს არ გაიმართება.
“პრაიმ სპორტის” გუნდი უსამძიმრებს დავით ჯინჭარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.


