ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა. მამაკაცთა ჩათვლას სათავეში 6592 ქულით ტატო გრიგალაშვილი ჩაუდგა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი 2021 წელს რეიტინგის სათავეში ჩაამთავრებს და IJF-სგან სოლიდურ თანხას მიიღებს.
მამაკაცთა ჩათვლაში მე-4 ადგილს ლაშა შავდათუაშვილი იკავებს, 4880 ქულით კი ლაშა ბექაური მე-10 ადგილზეა.
ქალთა ჩათვლას 7200 ქულით ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონი კლარის აგბენენუ ლიდერობს.
ქართველი ძიუდოსტები თითოეული წონის ლიდერებიც არიან. 73 კილოგრამ წონით კატეგორიას ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს, 90 კილოგრამ წონით კატეგორიის ლიდერი კი ლაშა ბექაური გახლავთ. ბუნებრივია მამაკაცთა სიის ლიდერი ტატო გრიგალაშვილი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც პირველია.
გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული წონის ლიდერები ამ შემთხვევაში ლაშა ბექაური და ლაშა შავდათუაშვილი ბონუსის სახით 10000 ამერიკულ დოლარს მიიღებენ, შვიდივე წონის ლიდერი ტატო გრიგალაშვილი კი IJF-სგან 50000 დოლარს მიიღებს.




