გავრცელებული ინფორმაციით, დედაენის მწვერვალზე უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა კლუბ ზესტაფონის მფლობელი ილია კოკაია. სამაშველო სამსახურში ზარი ბიზნესმენ ლევან მუშკუდიანისგან შემოვიდა, რომელიც კოკაიასთან ერთად მიემართებოდა მწვერვალ დედაენის დასალაშქრავად. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა და თავი დაარტყა. ამ წუთებში მწვერვალ დედაენისკენ გუდაურიდან გამოსული სამაშველო ჯგუფი მიერმართება.
ცნობისთვის, 2010-11 და 2011-12 წლების სეზონებში ილია კოკაიას დიდი დამსახურებით “ზესტაფონმა” საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.




