საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ “მიტდიულანტის” წინააღმდეგ “ჰამბურგის” შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
გერმანული კლუბის მწვრთნელმა ტიმ ვოლტერმა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა:
“როცა ბურთს ფლობს, ის რა თქმა უნდა კარგია. მაგრამ მან მაინც მეტი უნდა იმუშაოს ბურთის წინააღმდეგ. მაგრამ ხომ ხედავთ, რომ მას სწავლა უნდა, ესაა გადამწყვეტი რამ ჩემთვის.” – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ცნობისთვის, გიორგი გერმანულ “ჰამბურგს” ბელგიური “გენტიდან” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა. სეზონის ბოლოს ტიმ ვოლტერის გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
💬 🇬🇪 𝙏𝙞𝙢 𝙒𝙖𝙡𝙩𝙚𝙧 𝙤𝙣 𝙂𝙞𝙤𝙧𝙜𝙞.
"When he has the ball, he is certainly good. But he still has to work harder against the ball. But you can see that he wants to learn, that's the crucial thing for me. " #nurderHSV #Chakvetadze pic.twitter.com/172bQ3S4ID
— HSV English (@HSV_English) February 1, 2022








