ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბარსელონამ“ სტუმრად „სევილიასთან“ ვერაფერი გააწყო და 0:2 დამარცხდა. მასპინძლებმა განმეორებითი მატჩის წინ საკმაოდ სოლიდური ჰანდიკაპი შეიქმნეს და ფინალამდე ერთი ხელის გაწვდენაზე არიან, თუმცა ასე არ ფიქრობს „ბლაუგრანას“ დამრიგებელი რონალდ კუმანი.
„ბარსელონას შინაურ კედლებში ყველაფერი შეუძლია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. მარცხის მიუხედავად დიდად უკმაყოფილო არ ვარ, რადგან დაკარგული ჯერ არაფერია.
ვფიქრობ კარგად გამოვიყურებოდით. გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სევილია საკმაოდ ძლიერი გუნდია, მითუფრო საკუთარ მოედანზე.
განმეორებითი მატჩი წინ არის და დროც ბევრია, რათა ეს მატჩი კარგად გავაანალიზოთ. არა მგონია ამ წაგებით ბიჭები ფსილოგიურად გატყდნენ. ფინალში გასვლის იმედი არ გადაწურულა“ – თქვა რონალდ კუმანმა.
სამეფო თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი 4 მარტს გაიმართება.





