საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის გათამაშებაში ერთვება. საფრანგეთის ტურნირზე ქართველო ჩოგბურთელის პირველი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერი, სერბი დუშან ლაიოვიჩი იქნება. მატჩი 30 მაისს, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება.
აქამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ და ოთხ შემთხვევაში გამარჯვება ბასილაშვილმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მსოფლიო რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს, ბოლოს კი ბელგრადის ტურნირზე გამოვიდა, სადაც მძიმე ბრძოლაში სერბ ანდრეი მარტინთან დამარცხდა.





