ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში შაროფიდინ ბოლტაბოევი ვაზარით დაამარცხა და დასვკნით შეხვედრაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
ახალგაზრდა სპორტსმენმა რეპეშაჟამდე მეოთხედფინალში მონღოლ საედ მოლაისთან დამარცხდა, მანამდე კი კორეელი და ტაჯიკი ძიუდოისტები დაამარცხა.
ამ დრომდე ქართული დელეგაციის ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია.





