სამეფო გუნდის თილისმა – რაულ გონსალეს ბლანკო შესაძლოა წლების შემდეგ „რეალის“ მთავარი ფიგურა კვლავ გახდეს. მადრიდული გრანდის და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფორვარდს „რეალის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს.
როგორც პოპულარული ესპანური გამოცემა Marca ირწმუნება, ზინედინ ზიდანის წასვლის შემთხვევაში, მის გამოთავისუფლებულ ადგილს სწორედ რაული დაიკავებს, რომელიც ამჟამად „კასტილიას“ ავარჯიშებს, მანამდე კი „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს წრთვნიდა და ახალგაზრდული უეფას თასის გათამაშებაც მოაგებინა.
ერთი ხანობა გავრცელდა ხმები, რომ რაულს ფრანქფურტის „აიტრახტი“ დაუკავშირდა და მთავარი მწვრთნელობა შესთავაზაო, თუმცა როგორც ჩანს ჭორი გამოდგა.
რა თქმა უნდა, „რეალის“ ბოსები სხვა კანდიდატებზეც ფიქრობენ, მაგრამ ყველაზე რეალური პრეტენდენტი სწორედ რაულია.





