ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებული გახდა 2021 წელს მეორე ტიტულს დაეუფლა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, იან ლენარდ შტრუფი საათნახევრიან დაპირისპირებაში ორ სეტში – 6:4 7:6(7:5) დაამარცხა მთელი ტურნირი სეტწაუგებლად დაამთავრა.
მიუნხენის პირველობის მოგებით ნიკამ 250 სარეიტინგო ქულა და 21 655 ევრო მოიგო. ამასთან, მას BMW-ს მარკის ავტომობილიც გადაეცა.





