ნიკოლოზ ბასილაშვილი ველსის მასტერის ფინალში დამარცხდა. 29 წლის ჩოგბურთელმა ისტორია მაინც დაწერა, რადგან პირველი ქართველი გახდა, რომელმაც 1000-იანი მასტერსის ფინალში ითამაშა.
ინდიან ველსის, რომლის ბსაპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარია, ფინალში მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იყო, რომელმაც ასევე პირველად ითამაშა ინდიან ველსის ფინალში. ამდენად, ორივე ჩოგბურთელისთვის კარიერის გამორჩეული თამაში გახლდათ. საბოლოოდ გამარჯვება ნორის დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თამაშს ბასილაშვილი აკონტროლებდა, მაგრამ ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში 6:3 4:6 1:6 დამარცხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსზე ასპარეზობით სულ 600 სარეიტინგო ქულა და 640 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
გავიხსენოთ, რომ ინდიან ველსში ბასილაშვილი 1/32 ფინალიდან ჩაება და თავიდან კრისტოფერ ეუბანკსი 6:4, 6:3 დაამარცხა, შემდეგ ესპანელ ალბერტ რამოს ვინოლასს 4:6, 7:6, 6:2 აჯობა, 1/8-ფინალში რუსი კარენ ხაჩანოვის ბარიერი დაძლია (6:4, 7:6), 1/4-ფინალში კი რეიტინგის მე-3 ნომერ, ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია (6:4, 2:6, 6:4), ნახევარფინალში კი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 7:6, 6:3 დაამარცხა და ფინალამდე ამგვარად მივიდა.





