მწვანე კონტინენტზე გადასხმული და ჩაკეტილი ჩოგბურთელების ამბავს, მათ წუხილს და გულისწყრომას სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებიც ეხმიანებიან.
ერთ-ერთი მათგანი კონორ მაკგრეგორია. ირლანდიელ მებრძოლს და UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, მალე აბუ-დაბიში ოქტაგონზე გასვლა და ჩხუბი ელის. ის დიდ სპორტს უკვე მესამედ უბრუნდება, თუმცა მანამდე გამონახა დრო და ის ჩოგბურთელები გააკრიტიკა, რომლებიც მკაცრი კარანტინის პირობებს აპროტესტებენ.
„ხალხი მშიერი დარჩა, სამსხურები დაკარგეს, ბავშვები კი სკოლებში ვერ დადიან. ამ დროს კი შეძლებული სპორტსმენები 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში კარანტინზე წუწუნებენ. თქვენ ხართ სპორტსმენები? გეყოთ!
მსოფლიოში უამრავი რამ ხდება. გამოწვევებს უნდა გაუძლოთ. ასეთ დროს რისკის ზღვარიც იმატებს. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები, ხშირად გენიალური ამბებიც ხდება“ – ამბობს კონორ მაკგრეგორი.





