საფრანგეთი ქალაქ სენ-ლორენ-დიუვარში, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიის პირველი ეტაპი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.
4 წონით კატეგორიაში ჩვენებურებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვეს.მსოფლიოს სერიის პირველი ეტაპის ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ დავით მარსაგიშვილი რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენი გახლდათ, აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას ამჯერად ქვიშის ჭიდაობაში.

